ერმაკი-მაკფოლის სასანქციო ჯგუფი რუსებისთვის ვიზების გაცემისას „უკრაინის აღდგენაზე მოსაკრებელის“ აღების ინიციატივით გამოდის

ერმაკი-მაკფოლის სასანქციო ჯგუფის ინიციატივით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ნებისმიერი ევროპული ვიზების გაცემა ან, როგორც ვარიანტი, ვიზის გაცემისას მათგან “უკრაინის აღდგენაზე მოსაკრებლის” აღება უნდა მოხდეს. ერმაკი-მაკფოლის ჯგუფი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ „სათანადო საქციელისთვის” რუსეთის მაღალჩინოსნებისგან და ბიზნესმენებისგან სანქციების მოხსნის მექანიზმი შემუშავდეს.

ერმაკი-მაკფოლის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები რუსეთის მოქალაქეებისთვის უკვე აღარ გასცემენ ტურისტულ ვიზებს და სხვა სახელმწიფოებმაც უნდა განიხილონ ეს შესაძლებლობა.

„რუსებს არჩევანი ექნებათ, მეტი გადაიხადონ და რომი ნახონ ან ეკონომია გააკეთონ და მინსკში დაისვენონ”, - აღნიშნულია დოკუმენტში.

სხვა რეკომენდაციებს შორის არის ნავთობის ფასზე ზედა ზღვარის 60 დოლარიდან 45 დოლარამდე დაწევა, ფიზიკური პირების სასანქციო სიის გაფართოება და რუსეთის ათი უდიდესი ბანკის წინააღმდეგ დამბლოკველი სანქციების შემოღება.

შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მომუშავე აღნიშნულ ჯგუფს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი ხელმძღვანელობენ.