ჩერნობილის კატასტროფიდან 37 წელი გავიდა

ოთხშაბათს, 26 აპრილს 37 წელი შესრულდა მსოფლიოში ყველაზე საშინელი ბირთვული კატასტროფიდან, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის ნაწილს სიკვდილი, უბედურება და რადიოაქტიური დაბინძურება მოუტანა. იმდროინდელ საბჭოთა უკრაინაში მომხდარი კატასტროფა ევროპის დიდ ნაწილზე გავრცელდა, ატომური ქარხნის მეოთხე რეაქტორში ჩავარდნილი უსაფრთხოების ტესტის შემდეგ.

ავარიას მომენტალურად 31 ადამიანი ემსხვერპლა, ათიათასობით კი, იძულებული გახდა, გაქცეულიყო. ითვლება, რომ 11 5000-მდე ადამიანი გარდაიცვალა რადიაციასთან დაკავშირებული დაავადებებით, როგორიცაა კიბო, თუმცა შეფასებები განსხვავდება.