აზერბაიჯანის დროშა აღმართეს სომხეთთან მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელ გზაზე

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ეროვნული ჰიმნის ფონზე, ლაჩინის გზაზე გახსნილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა აღმართეს. ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. აზერბაიჯანმა ხსენებული გზის დასაწყისში, სომხეთთან საზღვარზე ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი 23 აპრილს გახსნა.

ბაქოს განმარტებით, სომხეთი ამ გზას იყენებს ყარაბაღში სამხედრო ტვირთების გასაგზავნად, რასაც ერევანი და აზერბაიჯანს ადანაშაულებს რუსეთის შუამავლობით 2020 წელს მიღწეული შეთანხმების დარღვევაში.

2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი დაიბრუნა. კონფლიქტურ ზონაში პერიოდულად იძაბება სიტუაცია.