უკრაინის საელჩო მოლდოვის რესპუბლიკაში, საფუძვლიანად იკვლევს კიშინიოვში ორ საჯარო ღონისძიებაზე უკრაინის დროშებთან დაკავშირებულ ინციდენტებს და პირობას დებს, რომ გადამწყვეტ რეაქციას მოახდენს ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოსადმი უპატივცემულობის ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.
16 აპრილს, კიშინიოვმა WDSF PD მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. უკრაინელი მოცეკვავეების თქმით, ჩემპიონატის ორგანიზატორებმა და მოლდოვის სპორტული ცეკვის ფედერაციამ აუკრძალეს მათ საინაუგურაციო ცერემონიაზე უკრაინის დროშის წაღება. 22 აპრილს, რუსი მხატვარი ივან ალექსეევი, რომელმაც დაგმო კრემლის აგრესიული ომი და დატოვა რუსეთი, კიშინოვში ღონისძიება გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე დაქირავებულმა დაცვის თანამშრომლებმა დამსწრეებს „უხეშად“ წაართვეს უკრაინის დროშები.