იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ფულის ახლა ჩადება არ არის რისკი, არამედ, შორსმჭვრეტელი ინვესტიცია. ამის შესახებ მან რომში, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად პრესისთვის ერთობლივი განცხადების დროს განაცხადა.
მელონის შეფასებით, „უკრაინის რეკონსტრუქცია მთელი ევროპის საქმეა“.
„მე მინდა, ვუთხრა მეწარმეებს, რომლებსაც აქ უკვე შევხვდი და უკვე ვესაუბრე ამის შესახებ: მჯერა, რომ დღეს უკრაინაში ინვესტიცია არ არის რისკი. არის ერთ-ერთი ყველაზე შორსმჭვრეტელი ინვესტიცია, რომელიც დღეს შეიძლება, განხორციელდეს“, - განაცხადა მელონიმ.