ლეოპარდ 2-ის ტიპის ტანკების ტექნიკური ცენტრი პოლონეთში ფუნქციონირებას მომავალი თვიდან დაიწყებს.
ტანკები Bumar Labedy SA-ს ქარხანაში შეკეთდება. კომპანია Leopard 2A4 ტანკების მომსახურებას და შეკეთებას 20 წელია, ემსახურება.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ Leopard 2-ის ტიპის ტანკების ბაზის შექმნა გლივიცეში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
მისივე განმარტებით, პოლონეთში Leopard 2-ის მთავარი საბრძოლო ტანკების ტექნიკური და სარემონტო ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებას, გასულ პარასკევს, მან, მისმა უკრაინელმა და გერმანელმა კოლეგებმა რამშტეინში, გერმანიაში მოაწერეს ხელი.
23 აპრილს ესპანეთმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 6 ტანკი გაუგზავნა და კიდევ 4 ლეოპარდ 2-ს შეკეთების შემდეგ რაც შეიძლება მალე მიაწვდის კიევს. დანია და ნიდერლანდები უკრაინას 14 ტანკის გაგზავნას დაჰპირდნენ. მათი მიწოდება 2024 წლის დასაწყისში იგეგმება.