27 აპრილს ქუთაისში +26 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. გამოიდარებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც მზიანი დღეა. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მოსალოდნელია ნალექი, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი. ახალციხეში წვიმს, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +23, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში იწვიმებს. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გუდაურში ნალექიანი დღე და +12 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ომალოშიც, სადაც დღისით +15, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავშიც წვიმიანი დღე და +22 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +22 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +23 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში წვიმაა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.