რუსეთმა ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისთვის ევროპელ დიპლომატებს ქვეყანა დაატოვებინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საუბარია გერმანელ, შვედ და პოლონელ დიპლომატებზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის დიპლომატებმა „უკანონო აქციაში მიიღეს მონაწილეობა“, რომელიც ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გაიმართა.
რუსეთმა განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთოხების საკითხებში უმაღლესი მრჩეველის, ჟოზეპ ბორელის ვიზიტის პარალელურად გაავრცელა.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უარყო, რომ მათმა დიპლომატმა მიიღო რაიმე დემონსტრაციაში მონაწილეობა.