ჩრდილოეთ პოლონეთში ამოუცნობი „საჰაერო სამხედრო ობიექტის“ ფრაგმენტები იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია რაკეტაზე ან დრონზე, რომელიც ჩამოვარდა.
26 აპრილს ოთხშაბათს ცნობილი გახდა სოფელ ზამოსკთან, უცნობი ობიექტი ჩავარდა.
ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ ადგილზე რაკეტა ან დრონი ჩავარდა.
შემთხვევის ადგილზე მესაზღვრეები და პოლიცია მივიდნენ. პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერზე დაწერა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.