საავადმყოფოს ცნობით, 55 წლის ანდრეი მაქსიმიშინი, უფროსი ექიმის მოადგილე "უეცრად" გარდაიცვალა.
გამოცემასთან კომენტარიში საავადმყოფოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო.
რუსი ოპოზიციონერი, 20 აგვისტოს ომსკის საავამყოფოში რუსული მომწამლავი ნივთიერების "Novichok"-ის ზემოქმედების გამო გადაიყვანეს.
ნავალნის შტაბის უფროსის, ლეონიდ ვოლკოვის თქმით, მაქსიმიშინი ერთადერთი იყო, რომელიც ნავალნის სამედიცინო მდგომარეობის შესახებ ყველაზე მეტ ინფორმაციას ფლობდა.
"სერგეი მაქსიმიშინი იყო პასუხისმგებელი მის მკურნალობაზე. ის აღნიშნავს, რომ სწორედ მაქსიმიშინს ჰქონდა ყველაზე მეტი ინფორმაცია, ნავალნის მდგომარეობაზე, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ის უბრალოდ მოიშორეს".
ვოლკოვი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯანდაცვის სიტემის დაფინანსება საკმაოდ მწირია და რომ არც ისე იშვიათია მის ასაკში ექიმის გარდაცვალება.
"არ მგონია გამოძიება დაიწყოს",- განაცხადა ლეონიდ ვოლკოვმა.