უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ომის დასრულების დიპლომატიური გზა შესაძლებელია, მაგრამ არა რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ქვეშ. საკუთარი მოსაზრება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში გამოთქვა.
რეზნიკოვის თქმით, კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიური გზა შესაძლებელია, როდესაც აგრესორის რესურსები სუსტდება.
„ისინი ვაჭრობენ. მათ სურთ გარკვეული სანქციების მოხსნა. ისინი ეძებენ გარიგებების გზებს. და ეს ვაჭრობა უკვე დიპლომატიაა“, - განაცხადა მინისტრმა.
„თუმცა ეს არ მოხდება მანამ, სანამ რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა იქნება ხელისუფლებაში. ვფიქრობ, ეს უკვე შეიძლება მოხდეს ამ რეჟიმის მემკვიდრეებთან. ისინი შეიძლება, იდეოლოგიურად იგივე დარჩნენ, მაგრამ მათი სახელები იქნება განსხვავებული და გაუადვილდებათ თქვან, რომ მათმა წინამორბედებმა ყველაფერი გააფუჭეს", - განაცხადა მინისტრმა.
რეზნიკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მიზანია, დაამტკიცოს, რომ საზღვრების ძალით შეცვლა მიუღებელია.