იტალია არის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი. იტალიის მთავრობამ და იტალიურმა ბიზნესმა უკრაინას 143 ტონა ელექტრომოწყობილობა გადასცეს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს.
სამინისტროში განმარტავენ, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია იტალიურ კომპანია Enel-თან შეთანხმება უკრაინისთვის 5700 მზის პანელის დამზადებაზე.
ეს აღჭურვილობა ხელს შეუწყობს წარმოების დეცენტრალიზაციას და უზრუნველყოფს ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებას ძირითადი საზოგადოებრივი შენობების, მათ შორის საავადმყოფოებისთვის.