საქართველოს საზღვართან 79 კილომეტრში, სომხეთში რამდენიმეწუთიანი ინტერვალით, სამი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს მოსახლეობამაც იგრძნო.
ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, პირველი მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდას შეადგენდა. შემდეგ, 3,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მესამე კი - 4,2.
.