A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს არ აღემატება, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის 19 ქუჩასა და გამზირზე შეეძლებათ.
ეს ქუჩებია:
მოსკოვის გამზირი; ჯავახეთის ქუჩა; ვიქტორ კუპრაძის ქუჩა; სესილია თაყაიშვილის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; ქეთევან დედოფლის გამზირი; გრიგოლ ორბელიანის მოედანი; რუსთაველის გამზირი; თამარ მეფის გამზირი; ჟიული შარტავას ქუჩა; ანა კალანდაძის ქუჩა; პეკინის გამზირი; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი; ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩა; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; მირიან მეფის ქუჩა; პეტრე იბერის ქუჩა.
5 ქუჩა/გამზირზე ისინი გადაადგილებას ვერ შეძლებენ. ეს ის ქუჩებია, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით.
კერძოდ: ილია ჭავჭავაძის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი, მერაბ კოსტავა ქუჩის ნაწილი, ილია ვეკუასა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩები.
მერიის ინფორმაციით, A კატეგორიის იმ ტაქსების ოდენობა, რომელთა ასაკი 10 წელს აღემატება, 3500-ია.