რუსეთმა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური, ვიცე-ადმირალი ოლექსი ნეიჟპაპა ძებნილთა სიაში შეიყვანა, სავარაუდო „რუსი სამართალდამცველის მკვლელობის მცდელობის“ საქმეზე.
რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავმა უწყებებმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს აცნობეს, რომ ადმირალს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით [„სამართალდამცავი თანამშრომლის სიცოცხლის მცდელობა“]. ეს მუხლი ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ნეიჟპაპა უკრაინის საზღვაო ძალებში 1997 წლიდან მსახურობს, 2020 წლის აპრილში დაინიშნა საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილედ, 2021 წელს კი, უკრაინის საზღვაო ფლოტის მეთაურად. 26 აპრილს, ოლექსი ნეიჟპაპამ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.