ნიუ-იორკის მერმა მოსახლეობას იანკის სტადიონის ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთების შესახებ სიტყვით გამოსვლისას ამცნო.
„განსაკუთრებული დღეა, ბრონქსის მცხოვრებნი ახლა დაცულები იქნებიან. ეს ნამდვილად ისტორიული დღეა, დღეიდან ამ სტადიონიდან შევძლებთ მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენას, - აცხადებს ნიუ-იორკის მერი, ბილ დე ბლაზიო.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე იმუნიზაციის ახალი ცენტრი მხოლოდ საღამოს 8 საათამდე იმუშავებს, თუმცა ძალიან მალე სტადიონი სრული დატვირთვით, მთელი დღის განმავლობაში შეძლებს ფუნქციონირებას.
ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, ვაქცინაციის ცენტრში, დღეში 15,000 დოზა ვაქცინის გაკეთებაა შესაძლებელი.