ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას მიესალმა. ასამბლეამ ხაზი გაუსვა ყველა სხვა რუსი დამნაშავის სისხლისსამართლებრივი დევნის აუცილებლობას, ასევე, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
ამ ფონზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს, „მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, აღასრულონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ უკვე გაცემული დაპატიმრების ორდერი და მხარი დაუჭირონ პასუხისმგებელი პირებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრებას.
„კერძოდ, დასახელებული პირების სია, რომლებსაც პირდაპირ პასუხისმგებლობას აკისრებენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მოიცავს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებს, ადამიანის უფლებათა კომისარს და რუსეთის პრეზიდენტის აპარატის უფროსის პირველ მოადგილეს. რეგიონულ დონეზე, კრასნოდარის მხარის, მაგადანის, კამჩატკის მხარის გუბერნატორებს, თათარტანის პრეზიდენტსა და ადიღეს რესპუბლიკის მეთაურს“, - ნათქვამია რეზოლუციაში, რომელშიც მითითებულია უკრაინაში დანაშაულებზე პასუხისმგებელი სხვა პირების სია.