უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოლდოვაში ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ნიკოლა პოპესკუმ Twitter-ზე დაწერა.
„მოხარული ვარ, მივესალმო ჩემს უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას მოლდოვაში. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოლდოვა დგას უკრაინის გვერდით!" დაწერა პოპესკუმ.