28 აპრილიდან დრონების ექსპორტი პოლონეთიდან უკრაინაში შეიძლება, პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მიერ გაცემული ზოგადი ნებართვით განხორციელდეს, იუწყება Interfax-Ukraine.
გადაწყვეტილება პოლონეთის მთავრობამ უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო. პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატების ექსპორტის ზოგადი ნებართვა შეუძლია, პოლონეთში მდებარე ნებისმიერ სუბიექტს (კომერციული ან არაკომერციული ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი) გამოიყენოს. ზოგადი ნებართვის შემოღება გამორიცხავს დრონების თითოეული პარტიის ექსპორტზე ინდივიდუალური ნებართვის მოპოვების აუცილებლობას. ნებართვა ეხება მხოლოდ დოკუმენტში განსაზღვრულ დრონების გარკვეულ კატეგორიას.