თურქეთმა „აკუიუს“ ობიექტს ატომური ელექტროსადგურის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პუტინმა მერსინში, „აკაუს“ ატომური ელექტროსადგურისთვის პირველი ბირთვული საწვავის მიწოდების ცერემონიაში მონაწილეობა ვიდეო ბმულით მიიღეს.
დღეს ერდოღანს პირადად უნდა მიეღო მონაწილეობა ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგურ „აკაუს“ გახსნის ცერემონიაში, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ ის ღონისძიებას ონლაინ ფორმატში ჩაერთვებოდა.
უფრო ადრე, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა „შიდა და გარე მტრები" ტყუილში დაადანაშაულა. მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ერდღოანს გულის შეტევა ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უწყებაშიი ასევე განმარტეს, რომ პრეზიდენტი ატომური ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაში მიიღებდა მონაწილეობას. თავის მხრივ, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი „მსუბუქი სურდო" აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „ძალიან კარგია“.
26 აპრილის საღამოს ერდოღანი პირდაპირ ეთერში გახდა ცუდად.
ინფორმაციისთვის, „აკუიუს“ სადგური ყოველწლიურად 35 მილიარდ კილოვატ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც თურქეთის ენერგომოხმარების დაახლოებით 10 პროცენტი იქნება.