ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით Drive-In კინოთეატრებში გამოსული ფილმები ოსკარის ნომინაციებისთვის ბრძოლას შეძლებენ.
ახალი წესის თანახმად, რომელიც ღია ცის ქვეშ კინოთეატრებზეც ვრცელდება სურათი მინიმუმ შვიდი დღის განმავლობაში უნდა იყოს კინოგაქირავებაში.
ოსკარის წესების ცვლილება ახალი კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. შეიცვალა დაჯილდოების ცერემონიის თარიღიც, თებერვლის ნაცვლად კინოაკადემია გამარჯვებულებს 2021 წლის 25 აპრილს გამოავლენს, ხოლო განაცხადის მიღების უკანასკნელი თარიღი 28 თებერვალია.