პუტინის განკარგულებით, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას მოხდება

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, მოსკოვის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეების დეპორტაცია მოხდება. შესაბამის დოკუმენტს ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გადაწყვიტეს, შეინარჩუნონ უკრაინის მოქალაქეობა, იქ ცხოვრება 2024 წლის პირველ ივლისამდე შეეძლებათ. ამის შემდეგ, შესაძლოა, განხორციელდეს მათი რუსეთში დეპორტაცია“.

ამასთან, „პირები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთში „კონსტიტუციური სისტემის საფუძვლების იძულებით შეცვლას", აფინანსებენ ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობას ან მონაწილეობენ "არასანქცირებულ" ქმედებებში, ან დეპორტაციას დაექვემდებარებიან და აეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა“.

27 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა.