ჩერკასის გუბერნატორი: უმანში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა

რუსული ძალების მიერ დღეს დილით ჩერკესის ოლქის ქალაქ უმანში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. ჩერკასის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტაბურეცმა განაცხადა, რომ რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

რუსული ძალების მიერ ქალაქ დნიპროს დაბომბვისას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს და ორი დრონი ჩამოაგდეს.