უკრაინის ქალაქ უმანზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ზოგიერთი ცნობით, 6-მდე გაიზარდა. ზოგი უკრაინული წყარო 4 დაღუპულის შესახებ წერს.
თავდაპირველი ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ დღეს დილით ჩერკესის ოლქის ქალაქ უმანში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. ჩერკასის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტაბურეცმა განაცხადა, რომ რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა
უკრაინაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, კიევსა და ქვეყნის რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა.
„დაახლოებით დილის 04:00 საათზე რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას „ტუ-95“ ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს, განადგურებულია, ასევე, ორი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი“, - განაცხადა ზალუჟნიმ სოციალური ქსელის მეშვეობით.
შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. მოსახლეობას მოუწოდეს, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩენილიყვნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო საჰაერო თავდასხმის დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს. ამასთან, რუსული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს.
განადგურებულია ორი დრონიც.