რუსეთის მიერ დიპლომატების გაძევებას გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი გამოეხმაურება. ინფორმაციას Der Tagesspiegel-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გერმანიის საგარეო უწყებაში რუსეთი ელჩი დაიბარეს.
მერკელის თქმით, ეს ნაბიჯი რუსეთის მთავრობის მხრიდან, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დარღვევებს ადამიანთა უფლებების თვალსაზრისით, რაც რუსეთში ხდება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაეიკო მაასი ამბობს, რომ ევროპელი დიპლომატების გაძევებას გერმანია უპასუხოდ არ დატოვებს.