ბულგარეთი რუსული „ჰიბრიდული თავდასხმების“ უპრეცედენტო ზრდის შესახებ იუწყება

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლაი მილკოვმა განაცხადა, რომ რუსული ჰიბრიდული თავდასხმები გაიზარდა, იტყობინება ბულგარული საინფორმაციო სააგენტო Novinite.

ჰიბრიდული თავდასხმების ზრდა „მიზნად ისახავს, ძირი გამოუთხაროს ბულგარეთის სტაბილურობას და, შესაბამისად, მის დემოკრატიულ ღირებულებებსა და პროცესებს“, - თქვა მილკოვმა უსაფრთხოების კონფერენციაზე 27 აპრილს.

„რუსეთი იყენებს ჰიბრიდული ტაქტიკის სრულ არსენალს, ენერგიისა და ძირითადი საკვების მარაგის ინსტრუმენტალიზაციას ახდენს, კიბერ აქტივობებს, პროპაგანდის უპრეცედენტო გაძლიერებას ახდენს, რაც მიზნად ისახავს შიდა პოლიტიკურ დესტაბილიზაციას - უკმაყოფილების პროვოცირებას და უკრაინის მიმართ სოლიდარობის შემცირებას", - განაცხადა მილკოვმა.

26 მარტს, უკრაინის გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების კომპიუტერული ჯგუფმა (CERT-UA) 300-ზე მეტი კიბერშეტევა დაარეგისტრირა. ჯგუფის თქმით, ეს თავდასხმები უკრაინაზე რუსეთის ომის მთავარი სტრატეგიაა და გამოიყენებოდა ქვეყნის დესტაბილიზაციისა და უკრაინის მხარდაჭერის შესამცირებლად. ცნობილია, რომ მეზობელი მოლდოვა ასევე გახდა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნე.