ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა უკრაინაში ჩავიდნენ.
„რთულია, საკუთარი თვალით ნახო, როგორ იხდიან უკრაინელები მისთვის ყველაზე მაღალ ფასს, თავისი მოქალაქეების სისხლითა და სიცოცხლით. აგრესორთან ომში ისინი იცავენ იმას, რაც ყველა ჩვენგანისთვის საერთოა. ამიტომ, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ", - წერს ჩეხეთის პრეზიდენტი Twitter-ზე.