„ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი კავშირი და მიჯაჭვულობა ევროკავშირთან. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ ამ გზის გავლაში დაგეხმაროთ“, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგას, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველმა კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია საკანონმდებლო სფეროში წინსვლაზე, თუმცა კატრინ კოლონამ სხვა მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზეც მიუთითა.
„ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესები, რა თქმა უნდა, გზა არის გასავლელი, მაგრამ საქართველოს გვერდით ვართ ამ გზაზე“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ორმხრივი ურთიერთობების „გამრავალფეროვნების“ მნიშნელობას გაუსვა ხაზი.
„საფრანგეთის განვითარების სააგენტო, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს, ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი გავაკეთოთ სხვადასხვა სფეროში - ენერგია, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, წყალი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ცენტრალური ადგილი უჭირავს აზიასა და ევროპას შორის და მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, ეს პოტენციალი მხოლოდ განვითრებას მოითხოვს. ჩვენ ბედნიერები ვართ, როდესაც ვხედავთ, რომ საქართველო პროგრესისკენ მიდის, ან ავითარებს პროექტებს პარტნიორებთან ერთად და ჩვენ ბედნიერები ვიქნებით თუ ამ პარტნიორების რიცხვი ვიქნებით“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ.
მისივე თქმით, საფრანგეთს აქვს ამბიცია, რომ ააშენოს ახლი საელჩო თბილისში.
„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საფრანგეთმა ააშენოს ახალი საელჩო საქართველოში, იმედი გვაქვს, რომ მალე წავალთ წინ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სიმბოლური იქნება. შემოდგომაზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ამილახვარის დიალოგის ფარგლებში. ჩვენ შემოდგომაზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ამილახვარის ორმხრივი დიალოგის ფარგლებში. მე რამდენიმე შემოთავაზება გაგიკეთეთ თარიღების, პანდემიის პერიოდში ძალიან შეფერხებული ვიყავით. ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ მიგიღოთ პარიზში, ბატონო მინისტრო და მივიღო სხვა მინისტრები, რომლებიც ჩართული არიან ამილახვარის გაფართოებულ დიალოგში“, - აღნიშნა კოლონამ.
მან სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზეც ისაუბრა.
„მე მქონდა ასევე მოკლევადიანი ვიზიტი აზერბაიჯანსა და სომხეთში, რეგიონული სიტუაცია ეხება ასევე საქართველოსაც. მე მინდა, მოვუწოდო საქართველოს, რომ გააგრძელოს თავისი ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის დაბრუნებაში სამხრეთ კავკასიაში, ეს არის ყველა ქვეყნისა და ყველა ხალხის ინტერესი.
ყველა ვხედავთ, რომ ხალხს სურს მშვიდობა, მშვიდობიანი ცხოვრება, ეს არის მათი მოწოდება და კანონიერი სურვილი, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, ბატონო მინისტრო, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აგრძელებთ, გააკეთებთ მომავალში. წადით კიდევ უფრო წინ. მე გეუბნებით, რომ ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება, თქვენი წარმატება და თქვენ გვერდით ვიქნებით ამ საქმეში“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.