საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება 2008 წლის ომის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.
ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალმა საქართველოს სიმართლე კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„მორიგი გარდამტეხი გამარჯვება – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. საერთაშორისო სამართალმა საქართველოს სიმართლე კიდევ ერთხელ დაადასტურა. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს!“, – წერს ზურაბიშვილი.