უკრაინამ აშშ-სგან 1.25 მილიარდი დოლარის ოდენობის მორიგი გრანტი მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან 1.25 მილიარდი დოლარის ოდენობის მორიგი გრანტი მიიღო. ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

უკრაინას დაფინანსება მსოფლიო ბანკის მიზნობრივი ფონდის მეშვეობით გადაეცა მეოთხე დამატებითი დაფინანსებისთვის პროექტისთვის “სახელმწიფო ხარჯების მხარდაჭერა უკრაინაში მდგრადი სახელმწიფო ადმინისტრაციის უზრუნველსაყოფად” (PEACE).

აღნიშნული სახსრები საპენსიო გადასახადების, ცალკეული სახელმწიფო სოციალური დახმარების გადასახადების, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ხელფასების გადახდას მოხმარდება.

მთლიანობაში, ომის დაწყებიდან უკრაინამ აშშ-სგან გრანტების ფორმით დაახლოებით 16.7 მილიარდი დოლარი მიიღო.