დღეიდან, საბერძნეთის ხელისუფლება, კორონავირუსით ინფიცირების მატების გამო, ქვეყნის ნაწილში შეზღუდვებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეზღუდვები მკაცრდება საბერძნეთის დედაქალაქ ათენში და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, სალონიკში, განაცხადა სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოს ჰარდალიასმა.
ნიკოს ჰარდალიასის თქმით, შეზღუდვის ახალი ზომები მოიცავს მკაცრ კომენდანტის საათს, შაბათ-კვირის განმავლობაში, რომელიც დიწყება საღამოს 6 საათზე. შაბათ-კვირას ღია იქნება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, სუპერმარკეტები, აფთიაქები და საცხობები.
დაიხურება საშუალო სკოლები და მოსწავლეები ისევ ონლაინ რეჟიმში სწავლას გააგრძელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ზომები 15 თებერვლამდე გაგრძელდება.