თურქული თავდაცვითი ფირმა Baykar-ი მომავალ წელს თავისი ახალი უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავის (UCAV) წარმოებას დაიწყებს.
Kizilelma-მ პირველი ფრენა დეკემბერში უკვე შეასრულა. ხომალდი მზადაა პილოტირებულ თვითმფრინავებთან ერთად სატესტო ფრენების დასაწყებად. ახალ დრონზე უკვე არის მოთხოვნა უცხოეთიდან.
ცნობისთვის, Baykar-ი საერთაშორისო მასშტაბით ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც კომპანიის მსუბუქი თვითმფრინავი TB-2 უკრაინაში, აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ აფრიკაში
გამოიყენებოდა.
სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, აზერბაიჯანულმა მხარემ ყარაბაღის მეორე ომში გარდამტეხი უპირატესობა სწორედ თურქული და უცხოეთიდან მოწოდებული სხვა საფრენი აპარატების დახმარებით მოიპოვა.
ინფორმაციისთვის, თურქულ საბრძოლო დრონს Bayraktar TB2-ს კომპანია Baykar-ი აწარმოებს.