მადრიდში კორონავირუსის ბრაზილიური შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა 44 წლის ბრაზილიელ კაცს, რომელიც ესპანეთში ადოლფო სუარესის სახელობის მადრიდ – ბარახასის აეროპორტის გავლით ჩავიდა.
”მამაკაცს უარყოფითი PCR ტესტი ჰქონდა, მაგრამ აეროპორტში ჩასვლისთანავე ჩაუტარდა განმეორებითი ანტიგენის ტესტი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს გრეგორიო მარაონის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც კიდევ ერთხელ ჩაუტარდა ტესტირება და უკვე PCR ტესტმაც დადებითი აჩვენა ”, - ნათქვამია ჯანდაცვის უწყების განცხადებაში.