ვაზისუბანში მანქანა ხევში გადავარდა, არის მსხვერპლი

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.