სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ჩამონათვალში, რომლის შეძენასაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის უახლოეს მომავალში გეგმავს, არის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ან რაკეტები, რომელთა მანძილი 100-დან 300 კმ-მდე აღწევს.
უკრაინული მედიის ცნობით, დაგეგმილი შესყიდვების სია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ხსენებული რაკეტების გაშვეება შესაძლებელია ხმელეთიდან, ზღვიდან ან ჰაერიდან.
შესყიდვა უნდა განხორციელდეს უკრაინის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელსაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მართავს. ფონდს ასევე შეუერთდნენ ნორვეგია, ნიდერლანდები, დანია და შვედეთი. ისლანდიასთან და ლიეტუვასთან ერთად მათ უკვე შეაგროვეს 587 მილიონ ევროზე მეტი.