მსახიობი კრისტოფერ პლამერი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.
პლამერი 91 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა.
პლამერმა სამსახიობო კარიერა 1950 წლიდან დაიყო. ის იყო „ოსკარის,“ „ემის,“ „ტონის,“ „ბაფტასა“ და „ოქროს გლობუსის“ ლაურეატი. მისი გახმაურებული ფილმები იყო "მუსიკის ჰანგები", "ადამიანი, რომელიც მეფე იქნებოდა" და "მთელი ფული მსოფლიოში". 2011 წელს მიიღო ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.