COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 602 ადამიანს დაუდასტურდა, 569 გამოჯანმრთელდა. 11 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 335 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 591 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 744 PCR ტესტით. საერთო ჯამში ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 261 620 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 252 815, ხოლო გარდაიცვალა 3269 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.74%.

602 ახალი შემთხვევიდან 246 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 30, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 21, გურია - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 5 510, საიდანაც: 2 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 033, აჭარაში - 182, იმერეთში - 456.

მძიმე პაციენტი: 509. მათ შორის, თბილისში - 216, აჭარაში - 40, იმერეთში - 131.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 141, მათგან თბილისში - 100, აჭარაში- 5, იმერეთში - 14.

295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 117 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 984 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 485 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 208, ხოლო აჭარაში - 175.

სულ 6 ოქტომბრიდან - 5 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 566 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 632 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 715 პირი, აჭარაში - 811, იმერეთში - 1 487