უზბეკეთში ტარდება საკონსტიტუციო რეფერენდუმი, რომელიც ითვალისწინებს მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის ქვეყნის საპრეზიდენტო ვადის გაზრდას ხუთიდან შვიდ წლამდე.
ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე (03:00 GMT) დაიწყო ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ თითქმის 11000 საარჩევნო უბანზე და გაგრძელდება საღამოს 8 საათამდე. (1500 GMT).
საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ხმის მიცემა თითქმის 19,7 მილიონ რეგისტრირებულ ამომრჩეველს შეუძლია, მათგან 307 895-მა საზღვარგარეთ მიიღო მონაწილეობა.
ახალი კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს პრეზიდენტის გარკვეული მოვალეობებისა და უფლებამოსილებების პარლამენტისთვის გადაცემას.