უკრაინამ თურქული თვითმფრინავების მწარმოებელ Baykar-თან სამ ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
დოკუმენტის დეტალები არ გასაჯაროებულა.
დოკუმენტს ხელი 2023 წლის Teknofest-ის საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიების გამოფენის შემდეგ მოეწერა.
„ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი: სამი ახალი შეთანხმება თურქეთის Baykar-თან უკრაინელი მწარმოებლებისთვის. რა თქმა უნდა, დეტალებს არ გავამხელ, მაგრამ შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ეს კონტრაქტები ჩვენს ქვეყანას საექსპორტო შემოსავლებს და ახალი თაობის იარაღს მოუტანს“, - წერს უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ალექსანდრე კამიშინი.