გორში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს დროებით უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მუნიციპალური ტრანსპორტის დროებით უსასყიდლოდ მოემსახურების შესახებ გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტმა პანდემიის შედეგად შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებითა მიიღო.
ახალი ავტობუსები, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტს სულ ცოტა ხნის წინ გადაეცა, ქალაქში მოძრაობას 8 თებერვლიდან დაიწყებენ.
"ამ ეტაპზე ქალაქში 25 ავტობუსი იმოძრავებს. სატრანსპორტო საშუალებები 10 მარშრუტზე გადანაწილდებიან. უახლოეს მომავალში უწყებას გადაეცემა კიდევ 5 სატრანსპორტო საშუალება, რომლების ექსპლუატაციაც დაუყოვნებლივ დაიწყება", - ნათქვამია განცხადებაში.
მარშრუტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.