უკრაინაში უკვე ექსპლუატაციაში შევიდა Leopard-ისა და Challenger-ის ტიპის ტანკები, ასევე, დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებული მრავალი ჯავშანტექნიკა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ოლექსიე რეზნიკოვმა განცხადა.
„ნამდვილად აქ არიან Leopard-ები და Challenger-ები. უფრო მეტიც, ისინი არამხოლოდ იქ არიან, არამედ, ჩვენმა ეკიპაჟებმა უკვე გაიარეს შესაბამისი მომზადება. მე მქონდა პატივი, ვყოფილიყავი დანაყოფებში ჩვენს ბიჭებთან, რომლებსაც გავლილი აქვთ ეს ტრენინგი. მქონდა პატივი, ეკიპაჟის ნებართვით ეს ტექნიკა მემართა. , - განაცხადა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, ეს ტანკები მძიმეა, მაგრამ ადვილად სამართავი.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ექსპლუატაციაში შევიდა არამხოლოდ ტანკები, არამედ, Bradley, Marder, Stryker და საბრძოლო მანქანები, როგორიცაა Humvees, Cougars, Canadian Rochelles და სხვები.