ჯო ბაიდენი: ტრამპს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის საშუალება არ უნდა ჰქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს რომ ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის საშუალება არ უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ მან ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, წვდომის შემთხვევაში, შესაძლოა ტრამპმა "არასწორი საქციელი" ჩაიდინოს და გარკვეული ინფორმაცია გაასაჯაროვოს.

ამასთანავე, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ტრამპისთვის საიდუმლო ბრიფინგების ჩატარებაც არაა აუცილებელი. მიზეზად კი აპიტოლიუმში არეულობების მოწოყობა დაასახელა.

ცნობისთვის, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები, ტრადიციულად, თანამდეობის დატოვების შემდეგაც მართავენ გარკვეულ სადაზვერვო ბრიფინგებს.