საქართველოს პარლამენტთან აქცია. აქციას მოძრაობა „სოციალური აფეთქება“ მართავს.
აქციას სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მათ შორის არიან ბავშვთა გასართობი ცენტრების ხელმძღვანელებიც.
აქციაზე იმყოფებიან მომღელები და მოცეკვავეები. აქციის მონაწილეები რეგულაციების დაცვით, შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ.
აქცია-კონცერტი 20:00 საათამდე გაგრძელდება.