უკრაინაში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის გადაწყვეტილება დროის საკითხია და ეს დაკავშირებული იქნება უკრაინის კონტრშეტევის შედეგთან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის ტელეარხ 1+1-ის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ მივიღებთ F-16-ს. ეს არის დროის საკითხი და ჩვენი სამუშაო - პრეზიდენტის გუნდის სამუშაო, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მალე მივიღოთ. ვფიქრობ, რომ
მე ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული იქნება [უკრაინის] კონტრშეტევის შედეგთან“, - განაცხადა კულებამ.
მისივე შეფასებით, უკრაინას უკვე რომ ჰქონოდა F-16, კონტრშეტევა ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა და შესაძლებელი იქნებოდა კიდევ ბევრი უკრაინელი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის გადარჩენა.
კულებამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ამჟამინდელი პრიორიტეტი საარტილერიო საბრძოლო მასალა, ჯავშანტექნიკა და F-16-ებია:
„ეს არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნავს უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ამავე ინტერვიუდან: უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება ოთხ ქვეყანაზეა დამოკიდებული - კულება