უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობის ვადა კიდევ 90 დღით გაახანგრძლივა. პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებების დამტკიცებას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
შესაბამისად, უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის პერიოდი გრძელდება 2023 წლის 20 მაისის 05:30 საათიდან 90 დღის განმავლობაში - 2023 წლის 18 აგვისტომდე.