გაერთიანებულ სამეფოში, მრავალეროვნული საწვრთნელი ოპერაციის ფარგლებში, ახალი ზელანდიის თავდაცვის ძალების პერსონალი უკრაინელ ახალწვეულებს წვრთნიან. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე გაავრცელა.
კერძოდ, 65 პროფესიონალი ახალი ზელანდიიდან, გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება, სადაც ახალწვეულებს იარაღის მართვაში, სროლის უნარის განვითარებაში, საბრძოლო პირველადი დახმარების უზრუნველყოფასა და სხვადასხვა გარემოში შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების წარმოებაში გამოცდილებას უზიარებენ.