დიდ სასანქციო პაკეტს ვამზადებთ, გადაწყვეტილება მალე მიიღება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ თათბირი ჩაატარა სასანქციო რეჟიმის გაძლიერების შესახებ - როგორც უკრაინული, ასევე პარტნიორების.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს, როგორ ცდილობს ტერორისტი სახელმწიფო სანქციებისთვის გვერდის ავლას, ყოველ ასეთ მიმართულებას ვაფიქსირებთ, პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ მის დასაბლოკად. დიდ სასანქციო პაკეტს ვამზადებთ - გადაწყვეტილება მალე იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.