უკრაინამ ინდოეთიდან AstraZeneca-ს და Novavax-ის ვაქცინის 12 მილიონი დოზა მოიძია. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრნობით Reuters-ი იტყობინება.
ბრიტანული მედია წერს, რომ ეს განცხადება უკრაინის მიღწევაზე მიუთითებს, რადგან ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რიგში აღმოჩნდა. 41 მილიონიანმა უკრაინამ ვაქცინის მეტი დოზის მოპოვებაში დახმარებისთვის ევროკავშირსაც მიმართა.
„თორმეტი მილიონი დოზა კარგი სიგნალია ჩვენი პარტნიორებისგან და ეს საკმარისი იქნება ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად საწყის ეტაპზე“, - განაცხადეს ზელენსკის ადმინისტრაციაში.
უკრაინის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა ვაქცინაციას სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყებს.