ოკუპირებული სიმფეროპოლის აეროპორტის მახლობლად, მესაზღვრეების ყოფილ სასწავლო ბაზაზე აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია, „რადიო თავისუფლებაზე“ დაყრნობით ავრცელებს.
„გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, შესაძლებელია აფეთქების ადგილის გეოლოკაცია: ეს არის მესაზღვრეების ყოფილი სასწავლო-საწვრთნელი ბაზა ჯაბანაკის ნაკადის მიდამოში, სოფელ შკილნესთან, სიმფეროპოლიდან რამდენიმე კილომეტრში. აეროპორტთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
თავდაპირველად რუსული ტელეგრამის არხები წერდნენ სევასტოპოლში აფეთქებების ხმებზე, თუმცა „რადიო თავისუფლება" წერს, რომ საუბარია სიმფეროპოლთან რუსეთის სასაზღვრო ჯარების ბაზაზე.