ბუკინგემის სასახლესთან კაცი დააკავეს, რომელმაც სასახლის ტერიტორიაზე თოფის ვაზნები დაყარა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევას ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმედ არ განიხილავენ.
კაცი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს.
თოფის ვაზნები ამოღებულია და სპეციალისტები ექსპერტიზას ატარებენ.
პოლიციამ განაცხადა, რომ კაცს ჩხრეკისას დანა აღმოაჩნდა, მაგრამ მას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეში მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაა დაგეგმილი, რომელსაც მსოფლიო ლიდერები და სამეფო ოჯახების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან დაესწრებიან.